შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილზე: დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
“საქართველო გახლავთ სამართლებრივი სახელმწიფო. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესს, რომელზეც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.
პაპუაშვილის თქმითვე, მოსამართლე გადაწყვეტილებას მოსმენილი ჩვენებებისა და პოზიციების საფუძველზე მიიღებს.
„სასამართლო პროცესი იმას გულისხმობს, რომ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და ამაზე გადაწყვეტილებას არ იღებენ პოლიტიკოსები და არც ადვოკატები, მათ შორის. მოსამართლემ მოისმინა პოზიციები, მოისმინა ექსპერტების ჩვენებები და ამის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველო გახლავთ სამართლებრივი სახელმწიფო, საქართველოს, მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და პროფესიული ამ მხრივ. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.