ზაზა ლომინაძე: ევროკავშირის ელჩთან ჯანდაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ დღეს ევროკავშირის ელჩ პავერ ჰერჩინსკისთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ძირითადად ჯანდაცვის სფეროში ევროკავშირის ჩართულობით განხორციელებულ პროექტებს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს დაეთმო.

„ვისაუბრეთ ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი სრულად ინფორმირებულია იმ მიმდინარე პროექტების შესახებ, რომლებსაც პარლამენტი, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ევროკავშირის მხარდაჭერით, ჯანდაცვის მიმართულებით ახორციელებს”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები