ელისო ბოლქვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრაზე კულტურის დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„აღსანიშნავია, რომ კომიტეტი მუშაობას იწყებს კულტურის დიპლომატიის დოკუმენტზე, რასაც პაველ ჰერჩინსკი მიესალმება და მხარს უჭერს. საუბარი ასევე შეეხო კომიტეტის ძირითად ხედვებსა და მიმართულებებს. ამ მხრივ, ხაზი გაესვა სახელოვნებო განათლების სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვას. შეხვედრის დასასრულ, სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები