მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილის სასამართლოზე: არავის მიეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის რაიმე ფაქტი ბურუსით მოცული დარჩენილიყო
საპარლამენტო უმრვლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატიმარი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სრულფასოვნად ჩატარდა.
მისივე შეფასებით, არავის მიეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის რაიმე ფაქტი ბურუსით მოცული დარჩენილიყო.
„ვფიქრობ, პროცესი სრულფასოვნად ჩატარდა, მიუხედავად კრიტიკული განცხადებებისა, რომ საკითხი სწრაფად გადაწყვეტას მოითხოვს. ამ დროს, არაფრით შეიძლებოდა დაზიანებულიყო ის ამოცანა, რასაც ჰქვია საკითხის სრულფასოვნად განხილვა. პროცესი მიმდინარეობდა ტრანსპარანტულად და მთელმა საზოგადოებამ თვალი ადევნა, რეალურად რასთან გვქონდა საქმე. არავის მიეცა შესაძლებლობა, ჩვენი საზოგადოებისთვის რაიმე ფაქტი ბურუსით მოცული დარჩენილიყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.