მარიამ ჩხიკვიშვილი: “გურიის მოამბე”-ს ნებისმიერი ინფორმაცია ჩემთან დაკავშირებით არის პირადი მოტივებით ნაკარნახევი და არც ერთ სტატიას არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან  

“გაზეთმა “გურიის მოამბე”-მ გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, ჩემი და ჩემი ოჯახის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გახლავთ თავიდან ბოლომდე სიცრუე და მიზანმიმართული ავანტიურა ჩემსა და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მარიამ ჩხიკვიშვილი წერს.

ჩხიკვიშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გამოცემის გაზეთი ინტენსიურად ავრცელებს მსგავსი სახის სიცრუით სავსე სტატიებს.

მისივე თქმით, მისი ოჯახის წევრები, კერძო სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ჯერ კიდევ მისი სტუდენტობის დროიდან არიან. შესაბამისად, სიმართლესთან “ნეპოტიზმის ფაქტი” რამდენად ახლოა საზოგადოებამ განსაზღვროს.

“ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებები არ ღალატობენ ჩვეულ რეჟიმს. აქტიურად აგრძელებენ პიროვნებების დისკრედიტაციისათვის დეზინფორმაციის გავრცელებას.

ამჯერად, მათი სამიზნე აღმოვჩნდი მე.

გაზეთმა “გურიის მოამბე”-მ გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, ჩემი და ჩემი ოჯახის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია გახლავთ თავიდან ბოლომდე სიცრუე და მიზანმიმართული ავანტიურა ჩემსა და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ.

აღნიშნული გამოცემის გაზეთი ინტენსიურად ავრცელებს მსგავსი სახის სიცრუით სავსე სტატიებს. მნიშვნელოვანია, მკითხველმა იცოდეს, რომ “გურიის მოამბე”-ს ნებისმიერი ინფორმაცია ჩემთან დაკავშირებით არის პირადი მოტივებით ნაკარნახევი და არცერთ სტატიას არანაირი კავშირი არა აქვს სიმართლესთან.

ჩემი ოჯახის წევრები, სხვა ათეულობით ოზურგეთელთან ერთად, კერძო სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის დროიდან. შესაბამისად, სიმართლესთან “ნეპოტიზმის ფაქტი” რამდენად ახლოა საზოგადოებამ განსაზღვროს”- წერს ჩხიკვიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები