საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია დიდი სხვაობით დაამარცხა

რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და დიდი სხვაობით 75:12 დაამარცხა.
ლევან მაისაშვილის გუნდმა მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 42:0 მოიგო. მეორე ტაიმში ,,ბორჯღალოსნებმა სხვაობის კიდევ უფრო გაზრდა მოახერხეს და საბოლოოდ ანგარიშით 75:12 იმარჯვეს.
ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატზე შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები