ვახტანგ მახარობლიშვილი – ევროკომისიის ანგარიშზე: დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ გასწია

„დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი ძალზედ პოზიტიურად აფასებს იმ ძალისხმევას რაც საქართველომ გასწია”, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

“ბუნებრივია, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სწორედ წლევანდელ წელს, იმ პროცესში, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ჰქვია, რამეთუ 12 პრიორიტეტის ანგარიშთან ერთად ევროკომისია აუცილებლად გამოიყენებს აღნიშნულ დოკუმენტს საბჭოსთან ურთიერთობის პირობებში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები