ილია დარჩიაშვილი: ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ველოდებით, იქნება ზუსტად ისეთი, რა მოლოდინიც გვაქვს

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სწორედ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ველოდებით, იქნება ზუსტად ისეთი, რა მოლოდინიც გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„საქართველომ, 12 პუნქტის შესრულებაზე ძალიან აქტიურად იმუშავა. მინდა შეგახსენოთ, რომ 2022 წელს 82 ახალი კანონი მივიღეთ იმისთვის, რომ ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული 12 პუნქტი შეგვესრულებინა. დასკვნები, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მივიღეთ არის მყარი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები