ილია დარჩიაშვილი: ჩვენ საბოლოოდ შევასრულებთ ყველა რეკომენდაციას და მივიყვანთ ამ პროცესს ლოგიკურ დასასრულამდე

თუ გადავხედავთ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს, ხელშესახებ შედეგებს, ჩვენ ყოველთვის ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ პროცესს. მახსოვს, როდესაც დავიწყეთ კითხვარის მომზადება, იყო ბევრი სკეპტიციზმი, მაგრამ ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვიყავით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ როდესაც დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობდა და მივიღეთ საბოლოო დოკუმენტი, ამ დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი რაც იყო, მან მოგვცა ოპტიმიზმის მყარი საფუძველი. ჩვენ დღესაც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ამ კონკრეტული დასკვნით გამართლდა ჩვენი ოპტიმიზმი და მომავალშიც აუცილებლად გამართლდება. ჩვენ საბოლოოდ შევასრულებთ ყველა რეკომენდაციას, მივიყვანთ ამ პროცესს ლოგიკურ დასასრულამდე, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა და სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, რომ კარები გაგვეხსნა ყველასთვის და ყველა ყოფილიყო თანამონაწილე ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული პროცესის. მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გადადონ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვერდზე და შემოურთდეს ამ პროცესს, რადგან ეს არის საერთო საქმე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები