ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკის რეალიზაციისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. შსს-ს ნარკოკონტროლის თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე, ჯეიჰუნ ჰუსეინოვი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 15 შეკვრა მეტადონი ამოუღეს. გამოძიების ინფორმაციით, ჰუსეინოვმა უცნობ კოორდინატორთან, ვინმე “საშა”-სთან შეთანხმებით, იყიდა ნარკოტიკი “აფხაზეთში გასავრცელებლად”.
აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით უკანონო შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება.
ჰუსეინოვი დაკავებულია და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.