„გამოვიდა სააკაშვილის გულის სანაცვლოდ და იცავს კრიმინალს“ – წულუკიანი ზელენსკიზე

ის გამოვიდა სააკაშვილის გულის სანაცვლოდ და იცავს კრიმინალს, – ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

მინისტრის თქმით, სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მოწოდებამ ზოგიერთ უკრაინელ მაღალჩინოსანზე იმოქმედა.

„როდესაც პატიმარი არ ეგუება იმ სასჯელს, რომელიც კანონიერად აქვს მისჯილი და ირჩევს გზას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ აირიდოს სასჯელი, მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ მას. როგორც ჩანს, ამ მოწოდებამ იმოქმედა ზოგიერთ მათგანზე, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის გამოვიდა სააკაშვილის გულის სანაცვლოდ და იცავს კრიმინალს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები