ირაკლი გივიაშვილი თბილისის არქიტექტურული კვირეულის გახსნას დაესწრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – ირაკლი გივიაშვილი თბილისის არქიტექტურული კვირეულის გახსნას დაესწრო.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის არქიტექტურული კვირეული ითვალისწინებს თბილისში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანასა და ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად, სტუდენტებისა და ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, სხვადასხვა ღონისძიების გამართვას, რომლებიც დაკავშირებული იქნება ისეთ თემებთან, როგორებიცაა: არქიტექტურა, ურბანისტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, რესტავრაცია-კონსერვაცია, ჯანსაღი ურბანული გარემო და სხვა დარგობრივი ინოვაციური თემები.
„პროექტის მიზანია საქართველოში არქიტექტურის სხვადასხვა მიმართულებისა და თანამედროვე მიდგომების კუთხით ცოდნის გაღრმავება. ასევე, ქართველი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს ეზიარონ ქართველი და უცხოელი სპეციალისტების გამოცდილებას. გარდა ამისა, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ განავითარონ უნარები და მონაწილეობა მიიღონ კვირეულის განმავლობაში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში: სამეცნიერო კონფერენცია, გამოფენა, პანელური დისკუსიები, ლექციები და სამუშაო შეხვედრები.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის პერიოდში დაგეგმილ ლექციებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტურის, ურბანისტიკის, დიზაინის, რესტავრაციის/ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სტუდენტებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები