2023 წლის „წიგნის ქომაგი“ შოთა არველაძე გახდა

საქართველო წელს მერვედ შეუერთდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო ლექცია – „რას ვკარგავთ, როცა გამოხატვის თავისუფლებას ვკარგავთ“.
ტრადიციულად, დასახელდა წლის „წიგნის ქომაგიც“. 2023 წლის „წიგნის ქომაგი“ შოთა არველაძე გახდა.
მას ჯილდო ღონისძიების საზეიმო საღამოზე ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ლებანიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა გადასცეს.
„წიგნის ქომაგის“ ჯილდო შოთა არველაძეს მიენიჭა 2019 წელს ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული საქველმოქმედო პროექტისთვის „ფეხბურთი ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ 150 მოზარდს შესაძლებლობა მიეცა, მთელი წლის განმავლობაში მწვრთნელის ხელმძღვანელობით ევარჯიშა;
2022 წელს 12 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტის იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაგზავნისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დასასწრებად;
ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მიცემისთვის, რომ საკუთარი შრომით მიღწეული წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია;
2022 წელს ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც მისი მხარდაჭერის გარეშე უბრალოდ ვერ შედგებოდა და რომლის შედეგადაც საქართველოს 64 ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება მოხდა. შესაბამისად, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაეზარდათ ხელმისაწვდომობა ახალ და თანამედროვე გამოცემებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები