ნუნუშა ვასაძე: კეზერას „ფორმულა“ რომ აღარ სჭირდება და თანამშრომლებს პანტა-პუნტით ყრის სამსახურიდან, არც ერთი „კოლეგა“ ხმას არ იღებთ, ეს ნორმალურია?!

„ფორმულა“  კეზერას რომ აღარ სჭირდება უკვე და „ფორმულას“ თანამშრომლებს რომ ყრის პანტა-პუნტით სამსახურიდან, არც ერთი „კოლეგა“ ხმას არ იღებთ, ეს ნორმალურია?!“, – ამის შესახებ „ფეისბუქ“ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე წერს.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტები ხელებს იფშვნეტთ, კეზერას ფულები ჩვენსკენ წამოვა, ჩვენ რა გვენაღვლებაო?! ტელეკომპანია „პირველი“ ხომ საერთოდ, ტირიან, კლინიკას შეგვწირეს, რა გვესოლიდარულებაო. არ ჯობდა სამშობლოსთვის გემსახურათ?

„ფორმულა“ კეზერას რომ აღარ სჭირდება უკვე და „ფორმულას“ თანამშრომლებს რომ ყრის პანტა-პუნტით სამსახურიდან, არც ერთი „კოლეგა“ ხმას არ იღებთ, ეს ნორმალურია?! სოლიდარობაზე რომ ლაპარაკობდით მეგობარი ტელევიზიები „მთავარი არხის“ ჟურნალისტები – მანდ პირიქით, ხელებს იფშვნეტთ, კეზერას ფულები ჩვენსკენ წამოვა, „ფორმულას“ ხალხი იყოს მშიერი, ჩვენ რა გვენაღვლებაო?! ეგ ხართ სინამდვილეში?! დაგავიწყათ ახალმა პატრონმა კოლეგიალობა?!

ტელეკომპანია „პირველი“ ხომ საერთოდ, ტირიან, კლინიკას შეგვწირეს, რა გვესოლიდარულებაო

არ დაგიფასდათ აგენტომსახურება, რა გიყოთ. არ ჯობდა სამშობლოსთვის გემსახურათ?“, – წერს ნუნუშა ვასაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები