ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შეხვედრაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI-G), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის(GYLA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, თუ როგორი ფორმით უნდა აისახოს პარლამენტის რეგლამენტში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები