„როგორც შენ იტყვი“ − ლევან ბერიძის რომანის წარდგენა გაიმართება
2 თებერვალს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ლევან ბერიძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, რომანში „როგორც შენ იტყვი“ ლევან ბერიძე მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, მეტეს შესახებ, რომელიც სეირნობისას ისეთ გზას დაადგება, ჭეშმარიტებას რომ შეუძლია გვაზიაროს.
ნაწარმოების მთავარ გმირს ადევნებული, დაკვირვებული მკითხველი წიგნში ძალიან საინტერესო, სახასიათო პერსონაჟებს გაიცნობს, ბევრ ალუზიასა და მინიშნებას აღმოაჩენს, რაც საკუთარ თავში ჩაღრმავებულს ძალას შესძენს, ამ არცთუ ისე იოლ გზაზე ბოლომდე უერთგულოს მეტესაც და საკუთარ თავსაც.
ლევან ბერიძე გერმანულენოვანი ქართველი მწერალია. ის 1994 წლიდან ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, რაინერ მარია რილკეს შესახებ სადოქტორო თემაზე მუშაობდა, თუმცა ორწლიანი მუშაობის შემდეგ სამეცნიერო საქმიანობა შეწყვიტა და გერმანულ ენაზე მხატვრული ლიტერატურის წერა დაიწყო. 2000 წელს მიიღო ჰუბერტ ბურდას სახელობის პრემია ლიტერატურაში. რომანი „როგორც შენ იტყვი“ ქართულად დაწერილი მისი პირველი ნაწარმოებია.