ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო.
როგორც მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 384 ოჯახს სამშენებლო მასალა გადაეცემა. გადაიხურება 2 მრავალბინიანი სახლი, 3 ადმინისტრაციული შენობა.ჯამში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების აღმოსაფხვრელად 2 500 000 ლარი გამოეყო.

“დღეს შემოვიდა კერძო სახლების სახურავები და ხის მასალა. ეტაპობრივად დაიწყება გაცემა და რამდენიმე დღეში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ჩვენს მუნიციპალიტეტში სრულად აღმოფხვრილი იქნება”, – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

ქალაქის ტერიტორიაზე თუნუქის დარიგება უკვე დაიწყო. სამუშაოებს ლანჩხუთის მერი საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები