გიორგი ვოლსკი: ორი დაპირისპირებული ძალა, რომელიც “ნაცმოძრაობაში” შეიქმნა დღეს, ცდილობს თავის ამომრჩეველს თავი მოაწონოს იმით, თუ ვინ უფრო მეტი დამაზიანებელი რესურსის მატარებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე არჩევნებს გამოეხმაურა.

“აი, ეს ორი დაპირისპირებული ძალა, რომელიც “ნაცმოძრაობაში” შეიქმნა დღეს, ცდილობს თავის ამომრჩეველს თავი მოაწონოს იმით, თუ ვინ უფრო მეტი დამაზიანებელი რესურსის მატარებელია. ვფიქრობ, იმედია ამ ნიშნით არ იქნება არჩევნების შედეგები განპირობებული”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის, ესენია: მოქმედი თავმჯდომარე – ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები