გორში, სტალინის გამზირზე მოაჯირები მონტაჟდება

გორში, სტალინის გამზირზე მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ლითონის დეკორატიული მოაჯირები გამწვანებული სივრცეების ირგვლივ და ტროტუარების გასწვრივ მოეწყობა.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოხდება ტროტუარის იზოლირება ტრანსპორტის სავალი ნაწილისგან, რაც ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები