“გამოვლენილია 4-კილოგრამიანი დანაკლისიც” – ოკუპირებულ აფხაზეთში გაზს იპარავენ და ბალონებს ბოლომდე არ ავსებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში სამომხმარებლო გაზის ბალონები ბოლომდე არ ივსება.

შესაბამისი დასკვნა გაკეთდა ე.წ.სახელმწიფო სტანდარტის ინსპექტორების მიერ, რომლებიც ე.წ. რესპუბლიკის მასშტაბით გაზის ბალონების ტრანსპორტირების პირობებსა და მათი დამუხტვის ხარისხს ამოწმებენ.

კერძოდ, გაზის ბალონები 11 კილოგრამი აირით უნდა ივსებოდეს, თუმცა ხშირ შემთვევაში მათ 1-2 კილოგრამი აკლია, თუმცა 4-კილოგრამიანი დანაკლისიც გამოვლენილა.

როგორც ე.წ.უწყებაში განმარტავენ, გაზის ბალონების შემოწმება შესული საჩივრის საფუძველზე დაიწყეს.

სოხუმში შემოწმება დასრულდა და გაგრძელდება სხვა ქალაქებშიც.

“რაც შეეხება გაზის ბალონების ტრანსპორტირების უსაფრთხოებას, მას მძღოლები არ იცავენ, რადგან მძღოლებისთვის მოუხერხებელია ბალონების გამოტანა. და ამით ხსნიან. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ბალონები უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაიტანონ”, – ხაზგასმით აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა თემურ ლაგვილავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები