თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ უკვე დასკვნით ეტაპზე ვახორციელებთ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას და 1300-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში

ჩვენ უკვე დასკვნით ეტაპზე ვახორციელებთ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას. უკვე 580 ოჯახი ძალიან მალე მიიღებს ახალ საცხოვრისს. ასევე, უკვე დაიწყება მეორე ფაზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას სრულად დავაკმაყოფილოთ იქ მცხოვრები ოჯახები, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, 1300-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება „ოცნების ქალაქის“ საბოლოო დასრულება. პირველი ფაზა ძალიან მალე მორჩება. დავიწყებთ მეორე ეტაპის განხორციელებას და დაახლოებით 1300-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 2000-ზე მეტ ბავშვს ექნება შესაძლებლობა იცხოვროს ახალ საცხოვრისში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები