რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტიევმა Telegram-ზე განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად განადგურებულია კერძო სახლი, რომლის ნანგრევების ქვეშ ერთი ქალი მოჰყვა.
როგორც მან აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.
„წყეული რუსები დღეს სასტიკად დაესხნენ თავს ზაპოროჟიეს. მტრის დარტყმის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ უბანში კერძო სახლი განადგურდა“, – განაცხადა კურტიევმა.