ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგზაო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსმა, ბატალ აგრბამ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვალტერ ბუტბამ განაცხადა.

მისი თქმით, გადადგომის მიზეზია გზებზე არსებული მძიმე ვითარება.

გასულ წელს დე ფაქტო პრეზიდენტმა, ე.წ. უწყებას საგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირება დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ 2021 წელთან შედარებით 2022 წელს ავტოავარიების შემთხვევებმა იმატა.

მხოლოდ წლის დასაწყისიდან ე.წ. რესპუბლიკაში უკვე რამდენიმე ავარია მოხდა, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები