Spiegel: გერმანია უკრაინაში Leopard 2-ის ტანკებს გაგზავნის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანულ გამოცემა Spiegel-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია Leopard 2A6 ტანკების მინიმუმ ერთი შენაერთის გადაცემაზე, რაც ნატოს სტანდარტებით ტექნიკის 14 ერთეულს შეადგენს.

აღნიშნული ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან იქნება მიწოდებული.

მედიის ინფორმაციით, გერმანული მრეწველობის მარაგებიდან საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში, შესაძლოა, გასაგზავნად დამატებითი ტანკები იქნეს გამზადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები