CNN: დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, ყურადღება ქალაქ ბახმუტში მიმდინარე სასტიკი ბრძოლებიდან სამხრეთის მიმართულებით შეტევაზე გადაიტანოს

Ukrainian servicemen fire an anti-aircraft gun towards Russian positions on a frontline near the town of Bakhmut, amid Russia's attack on Ukraine, in Donetsk region, Ukraine January 15, 2023. REUTERS/Oleksandr Ratushniak

აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები მოუწოდებენ უკრაინას, ყურადღება ქალაქ ბახმუტში მიმდინარე სასტიკი, ერთთვიანი ბრძოლებიდან სამხრეთის მიმართულებით შეტევაზე გადაიტანოს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს არის სასტიკი და გამანადგურებელი ბრძოლა. ყოველდღიურად თითოეული მხარე ცვლის 100-400 მეტრ მიწას და რამდენიმე ათას საარტილერიო გასროლას. ბახმუტი ნაკლებად მიმზიდველია სამხედრო თვალსაზრისით, რაიმე სახის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, ასე რომ არ განადგურებულიყო“, – განუცხადა დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენელმა CNN-ს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები