ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული გამოწვევები და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, რომლის წინაშეც საქართველო ყოველდღიურად დგას. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და ამ პროცესში, ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ევროპელ დიპლომატებთან სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტში საქართველოს, როგორც მედიატორის მნიშვნელოვან როლს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს ეკონომიკური საკითხები და ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება.