ზურაბ აზარაშვილი: ზოგიერთ მედიკამენტზე არაადეკვატურად მაღალი ფასი იყო; ზღვრული ფასები ასეთი ფასწარმოქმნის შესაძლებლობას შეზღუდავს
„ზოგიერთ მედიკამენტზე იყო არაადეკვატურად მაღალი ფასი, რაც გამომდინარეობდა ამ მედიკამენტის ირგვლივ წარმოებულ მარკეტინგულ კამპანიაზე. ის ზღვრული ფასები უკვე შეზღუდავს ასეთი ფასწარმოქმნის შესაძლებლობას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები განმარტა
“იქნება ცალკე ზღვრული ფასი განსაზღვრული საბითუმო რეალიზატორისთვის და საბითუმო რეალიზატორიდან უკვე 15-დან 35%-მდე მარჟის დამატების შესაძლებლობა ექნება საცალო ქსელს. კომპანიებს, რა საკვირველია, შესაძლებლობა აქვთ რჩებოდეთ გონივრული მარჟები“, – განაცხადა აზარაშვილმა.