თბილისში, უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გაიმართა
თბილისში, მშვიდობის ხიდზე უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქცია უკრაინის მოქალაქეების ორგანიზებით ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და უკრაინის მხარდასაჭერი ბანერები გაშალეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი შეკრების მთავარი მიზანი რუსეთის აგრესიის კიდევ ერთხელ დაგმობა და იმ ქვეყნებისთვის მადლობის გადახდაა, რომლებიც ოკუპირებულ ქვეყანას სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან. მათივე თქმით, უკრაინა ჯერ კიდევ ომშია და მსოფლიომ ქვეყნისთვის დახმარების მიწოდება არ უნდა შეწყვიტოს.