ჩინეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ტიბეტის გზატკეცილზე ზვავი ჩამოწვა, რომელმაც საავტომობილო გვირაბი ჩახერგა. შედეგად დაღუპულია სულ მცირე 28 ადამიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, BBC ავრცელებს.

სამაშველო ოპერაცია ზვავის ქვეშ მოყოლილი ადამიანების პოვნისთვის უკვე დასრულებულია. როგორც ადგილობრივი მაშველები აცხადებენ, ზვავი ძლიერი ქარის შედეგად ჩამოწვა.

უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მაშველებმა 53 ადამიანი გადარჩენა მოახერხეს, რომელთაგან ხუთმა ძლიერი ტრავმები მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ზვავი სამშაბათს, 17 იანვარს ჩამოწვა, პირველ დღეს ცნობილი იყო 8 ადამიანის დაღუპვის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები