ზურაბ ჩეკურაშვილი: ბიზნესი და სახელმწიფო ყველანაირ სტანდარტს ვნერგავთ, რომ მომავალში მაქსიმალურად იყოს დაცული ქართველი მომხმარებლის ინტერესი, ჯანმრთელობა და სიცოცხლე

„HACCP-ის სტანდარტის ვალდებულება 2015 წლიდან ჰქონდათ რძის გადამამუშავებელ საწარმოებს და ცხოველთა სასაკლაოებს. შემდეგ ეს ვალდებულება გაუჩნდათ იმ ბიზნეს კომპანიებს, რომელთაც გამიზნული ჰქონდათ თხილისა და დაფნის ფოთლის ექსპორტი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობას აქცევენ ევროპის ქვეყნებში. წელს, უკვე 1-ელი ივნისიდან HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო გახდება ყველა იმ ბიზნეს ოპერატორისთვის, ვისაც სურსათთან შეხება აქვს”, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

“კეთილსინდისიერი ბიზნესი ამას თვლის როგორც ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტს, რომელიც მარკეტინგულადაც წაადგება ამ ბიზნეს ოპერატორს. HACCP-ის სტანდარტი მოიაზრებს, რომ ეს სისტემა მაქსიმალურად არის სურსათის უვნებლობის რისკების გამომრიცხავი, შესაბამისად მარკეტინგულადაც კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესი და სახელმწიფოც ყველანაირ სტანდარტს ვნერგავთ, რომ მომავალში მაქსიმალურად იყოს დაცული ქართველი მომხმარებლის ინტერესები, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები