საგარეჯოში, მოკლული ახალგაზრდების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საგარეჯოსა და ნინო წმინდის ეპარქიამ, თავდასხმის შედეგად მოკლული ახალგაზრდების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

პანაშვიდი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აღავლინეს, სადაც ხალხი ყვავილებითა და ანთებული სანთლებით იყო მისული.

ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები