GWP: კომპანიის ცხელ ხაზთან მომხმარებლების დაკავშირება ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზთან – 293 11 11 მომხმარებლების დაკავშირება ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
„სატელეფონო ქსელში ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა დღეს, 20 იანვარს 15:00 საათიდან. აღნიშნულ პერიოდში მომხმარებლებს კომპანიასთან დაკავშირება შეუძლიათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქგვერდისა და ვებგვერდის ონლაინ ჩათის საშუალებით.
საკომუნიკაციო ქსელში ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე კომპანიის ცხელი ხაზის მომსახურება აღდგება“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.