ახალ ათონში “ეშმაკის ბორბალი” დამონტაჟდება

ოკუპირებული აფხაზეთის ახალ ათონში გაზაფხულის ბოლოს “ეშმაკის ბორბალი” აშენდება.

ამის შესახებ მედიას ობიექტის მფლობელმა, ბიზნესმენმა, საიდ ზვანბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, სტადიონის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

“იქიდან ძალიან კარგი ხედი იშლება ზღვაზე, ივერსა და ახალი ათონის მთებზე, მონასტერზე, თავად ქალაქზე,“ – თქვა ზვანბაიამ.

“ეშმაკის ბორბალის” სიმაღლე 43 მეტრი იქნება, და 108 ადგილზე იქნება გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები