ირაკლი კობახიძე: მერაბიშვილი თუ იქნება წინა პლანზე, თუ მეტს ისაუბრებს და მეტად გამოჩნდება, ესეც კარგია იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს

მერაბიშვილი თუ იქნება წინა პლანზე, მეტს თუ ისაუბრებს და მეტად გამოჩნდება, ესეც კარგია იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კეზერაშვილი-მერაბიშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც დგანან ხაბეიშვილის უკან და მისი გამარჯვება ნიშნავს მერაბიშვილის რაღაცნაირად პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას.

„ზოგადად ერთმანეთზე უარესი სახეები არიან „ნაცმოძრაობაში“ აქაც დიდად არაფერი იცვლება, მაგრამ მაინც არის რაღაც ნიუანსები, რაც მეტად შეუწყობს ხელს „ნაცმოძრაობის“ დასუსტებას. მერაბიშვილის ფაქტორის წინ წამოწევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს „ნაცმოძრაობის“ უფრო მეტად დასუსტებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები