ლევან იოსელიანი „ნაცმოძრაობაზე“: ვფიქრობ, როგორც პარტია ან დაიშლება, ან მნიშვნელოვანი ნაწილი დატოვებს მას

ვფიქრობ, როგორც პარტია ან დაიშლება, ან მნიშვნელოვანი ნაწილი დატოვებს მას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიას არ აქვს შიდა რესურსი იმისთვის, რომ განახლდეს და საზოგადოებას ახალი, საინტერესო რამ შესთავაზოს.

„ვფიქრობ, როგორც პარტია [„ნაციონალური მოძრაობა“] ან დაიშლება, ან მნიშვნელოვანი ნაწილი დატოვებს მას. ამ პარტიას არ აქვს შიდა რესურსი იმისთვის, რომ განახლდეს და ახალი, საინტერესო რამ შესთავაზოს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებთან ერთად, რომელიც 2024 წელს იქნება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს პირველობა ოპოზიციურ ფლანგზე მნიშვნელოვნად შეერყევა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურები ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი მუმლაძემ და ნონა მამულაშვილმა წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები