გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: იმ პოლიტიკურ ჭაობში არიან, სადაც რაც მეტად იაქტიურებენ, მით უფრო სწრაფად ჩაიძირებიან

იმ პოლიტიკურ ჭაობში არიან, სადაც რაც უფრო მეტად იაქტიურებენ, მით უფრო სწრაფად ჩაიძირებიან, – ამის შესახებ „ხალხის“ ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტიის მომავალი ნულოვანი იქნება.

„არც ერთი კანდიდატი არ საუბრობს როგორ აპირებს ამ პარტიის და პარტიიდან გამომდინარე ქვეყნის განვითარებას. არცერთ ასეთი რამ არ უთქვამს. შესაბამისად, ამ პარტიის მომავალი იქნება ნულოვანი. იმ პოლიტიკურ ჭაობში არიან, სადაც რაც უფრო მეტად იაქტიურებენ, მით უფრო სწრაფად ჩაიძირებიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურები ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი მუმლაძემ და ნონა მამულაშვილმა წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები