ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი იენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი დაიღუპნენ.
ამის შესახებ ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
ავიაკატასტროფა, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
ბოლო მონაცემით, კატასტროფის შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ორი ბავშვია. დაღუპულთაგან 9 ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა.
ასევე, 22 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, მათ შორის 10 ბავშვია.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ასევე ზუსტდება ადგილზე არსებული ვითარება.