ფოთის მერი: ზარალი დათვლილია – ვიწყებთ კომპენსაციების გაცემასა და დაზიანებული საჯარო ინფრასტრუქტურის აღდგენას

ფოთის მერის განცხადებით, სტიქიის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივ ღონისძიებებს ახორციელებს.

ზარალის დამთვლელმა სპეციალურმა კომისიამ ქარისგან მიყენებული ზიანის შესწავლა დაასრულა.

,,მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ვიწყებთ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის გაცემას კერძო სახლების მესაკუთრეებზე. პარალელურ რეჟიმში, დაჩქარებული ტემპით განვახორციელებთ ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საჯარო ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაუყოვნებლივ განვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომ დროულად იქნას გადაჭრილი ის პრობლემები, რაც სტიქიამ მიაყენა ჩვენს თანამოქალაქეებს”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა 184 კერძო სახლი, 64 მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინა, 6 საჯარო სკოლის და 3 ბაღის სახურავი, 24 მინი მოედანი, სკვერები,ტროტუარები, გარე განათების ბოძები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები