გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობაში“ ვინ როგორ მტრობდა ერთმანეთს, ამაზე დასკვნას თავად საზოგადოება გააკეთებს, ჟორიკა რურუამ ვანო მერაბიშვილზე რა თქვა, ამაზე კომენტარი მე რატომ ვაკეთო?

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინ როგორ მტრობდა ერთმანეთს, ამაზე დასკვნას თავად საზოგადოება გააკეთებს. ჟორიკა რურუამ ვანო მერაბიშვილზე რა თქვა, ამაზე კომენტარი მე რატომ ვაკეთო?”,- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი გიორგი რურუას განცხადებას.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, დელეგაციის საშუალებით, თავად სააკაშვილი აწერს ხელს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და სულ მცირე, ქართველი ჯარისკაცები იყვნენ დამნაშავეები საომარი მოქმედებების განვითარებაში. ამის თაობაზე მერაბიშვილი ლაპარაკობდა, თუ სხვა მაღალჩინოსანი, რომელიც იმ პერიოდში სააკაშვილის გარშემო ტრიალებდა და მაღალი თანამდებობა ეკავა, ამ საკითხის გაანალიზება შეიძლება, მაგრამ ვინმეს თუ რაიმეს ეუბნებოდა მერაბიშვილი, ეს გასაკვირი არ არის. მთელი ეს სისტემა აწყობილი იყო თავის გადარჩენის იმ მექანიზმზე, რაც გულისხმობდა რუსეთის მიმართ სერიოზულ დათმობებს – მოლაპარაკებების ფორმატების გაუქმებას, სტრატეგიული ობიექტების გადაცემას, დანაშაულებრივი შეცდომების დაშვებას და შემდეგ აღიარებას. სტრასბურგის სასამართლოში გავიმარჯვეთ და ამან ყველაფერს წერტილი დაუსვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინ როგორ მტრობდა ერთმანეთს, ამაზე დასკვნას თავად საზოგადოება გააკეთებს. ჟორიკა რურუამ ვანო მერაბიშვილზე რა თქვა, ამაზე კომენტარი მე რატომ ვაკეთო?“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში. პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას. დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები