პრეზიდენტი: უშიშროების საბჭო კონსტიტუციური მოწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს გამართვის შემდეგ მედიისთვის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. “ეს ორგანო არის საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამ ორგანოს ეფექტური ფუნქციონირება უზრუნველყოფს იმას, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ქვეყნის მშვიდობას, ომს, ზავს, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარის გაგზავნას, სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების ან შემოსვლას, ან გატარებას ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც ეხება უმნიშვნელოვანესი სამხედრო დოკუმეტების შემუშავებას, რომელიც ეხება თვითმმართველობის რომელიმე ერთეულის უფლებამოსილების შეზღუდვას, ან ქვეყნის ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებების ან შეზღუდვას ან ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ უფლებებს მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, ასეთ გადაწყვეტილებებს სჭრდება სიღმისეული გააზრება, რომელიც მოხდება ორგანოში, რომლის მანდატიც გაწერილია, კონსტიტუციისა და ორგანული კანონების საფუძველზე – ასეთი ორგანო არის უშიშროების საბჭო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.