პირობით მსჯავრდებული ქალები “კათარზისის” პერსონალს მომსახურებაში დაეხმარნენ

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ქალი პირობით მსჯავრდებულები ჰუმანიტარული დახმარების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სათნოების სახლ ,,კათარზისის“ პერსონალს ხანდაზმულთა მომსახურებაში დაეხმარნენ და მოხუცებს სადილი გაუწყვეს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმსა და თელავში მსგავსი ჰუმანიტარული ღონისძიებები გაიმართა, მოხუცებულთა თავშესაფრებშიც. მათივე ინფორმაციით, პრობაციის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად აწყობს მსგავს ღონისძიებებს, რაც პირობით მსჯავრდებულებს ჩადენილი შეცდომის გააზრებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები