ნიკოლოზ სამხარაძემ და რუმინეთის ელჩმა საპარლამენტო ურთიერთობის საკითხზე ისაუბრეს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რეზვან როტუნდუს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები და 2023 წლის აქტივობები, ასევე რუმინეთის, როგორც ნატო-ს ახალი საკონტაქტო საელჩოს პრიორიტეტები მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და მისი მნიშვნელობა, როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ევროკავშირის ენერგო-უსაფრთხოებისთვის. შეხვედრისას მიმოიხილეს უკრაინაში არსებული რუსული აგრესია და მისი გავლენა, როგორც რეგიონის, ასევე ზოგადად გლობალურ უსაფრთხოებაზე.