16 იანვარი მზექალა შანიძის დაბადების დღეა
16 იანვარი ფილოლოგის და პროფესორის, მზექალა შანიძის დაბადების დღეა. დღეს მას 97 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ყველა ადამიანს მაღალი იდეალი უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს სამშობლოს სიყვარული, თავისი საქმის სიყვარული, ერის სიყვარული, მაგრამ ამის შესახებ კი არ უნდა საუბრობდეს, არამედ უნდა მოქმედებდეს,“- მზექალა შანიძე.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისი პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საქმისადმი დამოკიდებულებით მისაბაძნი და სამაგალითონი არიან გარშემომყოფებისა და ქვეყნისთვის, სწორედ ასეთია მზექალა შანიძე.
დღეს ქართველ ენათმეცნიერს, აკადემიკოს მზექალა შანიძეს 97 წელი შეუსრულდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ვულოცავთ ქალბატონ მზექალას დაბადების დღეს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, დღეგრძელობასა და უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერებისთვის ნაყოფიერ მოღვაწეობას“! – ნათქვამია ინფორმაციაში.