16 იანვარი ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა

16 იანვარი საქართველოს სახალხო არტისტის,  ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა. მას 91 წელი შეუსრულდებოდა.
1954 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1954-1967 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა და 1967-1975 წლებში რუსთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; 1995 წლიდან – ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
კოტე მარჯანიშვილის დრამატულ  თეატრში შეასრულებულა როლები: „ვეზირი“ (ნაზიმ ჰიქმეთი, „ლეგენდა სიყვარულზე”), გიჟი რევაზი (ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!”), ქარიყლაპია( ვალერიან კანდელაკი, „მაია წყნეთელი”), ჩონთა (ვაჟა-ფშაველა „მოკვეთილი”), ლორდ ლეველი (უილიამ შექსპირი, „რიჩარდ მესამე”), ოიდიპოსი (სოფოკლე, 1ოიდიპოს მეფე”), რომულუს ავგუსტუსი (ფრიდრიხ დიურენმატი, „რომულუს დიდი”) ოტელო (უილიამ შექსპირი „ოტელო”) და სხვ.; რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი: სირანო (ედუარდ როსტანი, „სირანო დე ბერჟერაკი”), ნიკოლოზ პირველი (ვადიმ კოროსტილევი „ასის წლის შემდეგ”), სატინი (მაქსიმ გორკი, „ფსკერზე”) და სხვ.; მოსკოვის სამხატვრო თეატრი: კრეონი( ჟან ანუი „ანტიგონე”, რეჟ.: თემურ ჩხეიძე);
შეასრულა 20-მდე კინო როლი: ჯამბულატი („ფატიმა” ), გიგა ბეთანელი („კეთილი ადამიანები”), ჯოყოლა (“„ვედრება”), მეფე გიორგი („დიდოსტატის მარჯვენა”), არზაყანი („მთვარის მოტაცება”), ელიოზი („ნატვრის ხე”) , დათა („დათა თუთაშხია”), ისიდორე („თეთრი ბაირაღები”) და სხვ.
იყო მრავალი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის (ორჯერ) და  კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები