ერგნეთში ხვალ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში წელს პირველი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში 17 იანვარს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში წელს პირველი შეხვედრა გაიმართება.

როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების ე.წ. აპარატში განაცხადეს, “ხვალინდელ შეხვედრაზე განიხილება უსაფრთხოების საკითხები, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, საზღვარზე მომხდარი ინციდენტები და სხვა საკითხები”.

IPRM ფორმატის შეხვედრებში საქართველოს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა მონაწილეობენ რუსეთის, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები