მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 97 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს.
„ქალბატონო მზექალა, მსურს, გულითადად მოგილოცოთ 97 წლის იუბილე. მრავალწლიანი გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით თქვენ მართლაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. პირადად ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღესაც აგრძელებთ ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. თქვენი ნაშრომები მაგალითია ახალგაზრდებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს მაღალი აკადემიური სტანდარტის კვლევა.
თქვენი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი თაობა აღზარდეთ, რომლებიც, მჯერა, მომავალში ჩვენ სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ მრავალჯერ ასახელებენ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს, მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას, რათა ჩვეული შემართებით აკეთოთ თქვენი საყვარელი საქმე ჩვენი ქვეყნისა და ახალგაზრდობის საკეთილდღეოდ!“ – აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.