„უკრაინის მიზანი „ლეოპარდებისგან“ სატანკო ბრიგადის ჩამოყალიბებაა“ – დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის მიზანი „ლეოპარდებისგან“ სატანკო ბრიგადის ჩამოყალიბებაა.
„ეს დასაწყისისთვის. რატომ „ლეოპარდი“? იმიტომ, რომ ეს არის ტანკი, რომელიც ევროპაში ათწლეულების განმავლობაში მასობრივად იწარმოებოდა და ბევრ ევროპულ არმიაში არის. ასე რომ, შეიძლება იქ ცოტა ავიღოთ, აქ ცოტა ავიღოთ. ამ ტანკებს სხვადასხვა მოდიფიკაცია აქვთ, მაგრამ ჩვენ ცნობილი ვართ ამბიციური მიზნების დასახვით და ჩვენი ამბიციური მიზანია სატანკო ბრიგადის ჩამოყალიბება“, – განაცხადა კულებამ.
მანვე დასძინა, რომ ტანკების მიწოდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანია მიიღებს.