დიმიტრი ხუნდაძე – ფარულ ჩანაწერზე: ჯობია დადგინდეს რამდენად მაღალია მისი დამაჯერებლობა, მხარეებს კი არ მიეცემათ სპეკულაციის საშუალება
როცა ჩანაწერში მონაწილე პირი არ გამოხატავს სურვილს, რომ სამართლებრივად დადგინდეს მისი ნამდვილობა, გარკვეულწილად ასეთი პასუხი კითხვის ნიშანს კიდევ უფრო მეტად ზრდის, – ასე ეხმაურება მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ გიული ალასანიას ხმა ისმის.
მისი თქმით, ავთენტურობა უნდა დადგინდეს, რათა მხარეებს სპეკულაციების საშუალება არ მიეცეთ.
„როცა ჩანაწერში მონაწილე პირი არ გამოხატავს სურვილს, რომ სამართლებრივად დადგინდეს მისი ნამდვილობა, გარკვეულწილად ასეთი პასუხი კითხვის ნიშანს კიდევ უფრო მეტად ზრდის. რადგან ასეთი ჩანაწერი გავრცელდა, ჯობია დადგინდეს რამდენად მაღალია მისი დამაჯერებლობა, მხარეებს კი არ მიეცემათ სპეკულაციის საშუალება“, – განაცხადა ხუნდაძემ.