ბაჩო დოლიძე – ფარულ ჩანაწერებზე: სამწუხაროა, რომ ვანო მერაბიშვილი არ ეშვება ამ ხრიკებს
მართლა არ ვიფიქრებდი, რომ ამ ყველაფერს ასე მასობრივად გაასაჯაროებდნენ. რომ დაატარებდნენ, ვიცოდი. ვინც დაატარებდა, ისიც ვიცოდი. სამწუხაროა, რომ ვანო მერაბიშვილი არ ეშვება ამ ხრიკებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, სადაც, სავარაუდოდ, გიული ალასანიას ხმა ისმის.
„ავთენტურობის დადგენა ნიშნავს მთლიანად ამ პროცესის ლეგიტიმაციას. რაც უფრო ბევრი ადამიანი იტყვის უარს ამ ყველაფერზე, აღარ მოხდება მსგავსი ჩანაწერებით სირბილი. მართლა არ ვიფიქრებდი, რომ ამ ყველაფერს ასე მასობრივად გაასაჯაროებდნენ. რომ დაატარებდნენ, ვიცოდი. ვინც დაატარებდა, ისიც ვიცოდი. სამწუხაროა, რომ ვანო მერაბიშვილი არ ეშვება ამ ხრიკებს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.