“უნდა მოხდეს ქვეყნიდან გაქცეული რუსების ქონების კონფისკაცია”- ვიაჩესლავ ვოლოდინი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოვიდა წინადადებით, რომ მოხდეს რუსეთის იმ მოქალაქეების ქონების ჩამორთმევა, რომლებმაც მობილიზაციის გამოცხადების დროს ქვეყანა დატოვეს.
„საზღვარგარეთ ყოფნისას ისინი ქირაობენ უძრავ ქონებას,რუსეთის გადასახადის გადამხდელებისგან ჰონორარებს ისევ იღებენ. ამავდროულად, თავს უფლებას აძლევენ, საჯაროდ რუსეთს თავს ლაფი დაასხან, შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს ჯარისკაცებს და ოფიცრებს. ისინი დაუსჯელობას გრძნობენ, მიაჩნიათ, რომ სამართლიანობა მათ ვერ მიწვდება,”- დაწერა ვოლოდინმა ტელეგრამში.
მისი თქმით, უკრაინის მხარდამჭერი საჯარო განცხადებები „შეიძლება ჩაითვალოს მოწოდებად ექსტრემიზმისკენ, ნაციზმის რეაბილიტაციაზე ან შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციად“.
ვოლოდინი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებში უნდა მოხდეს ჩამატება ქონების კონფისკაციის შესახებ.